ჰერმან საბო: სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ყველაფერი მის სურვილზე, გემოვნებაზე ვერ იქნება

პარტია „გირჩის“ დეპუტატის ჰერმან საბოს განცხადებით, გორის ჰოსპიტალიდან სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა გატაცებად ვერ შეფასდება. როგორ ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, სააკაშვილი მსჯავრდებულია და ყველაფერი მის გემოვნებაზე ვერ იქნება.

„როგორც გატაცებას, ამას ვერ შევაფასებთ. გასაგებია, რომ მოცემულ სიტუაციაში სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ყველაფერი მის სურვილზე, გემოვნებაზე ვერ იქნება. თუ ექიმები თვლიან, რომ ის გადასაყვანია, უნდა გადავიყვანოთ. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ მისთვის სწორი სტრატეგიით მიდის. ჩემი აზრით, ისინი ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილს გაუქრონ ნდობა მისსავე პარტიაში, რომ მისი პარტია ვერაფერს აკეთებს მის გამოსახსნელად და ამით შეიძლება ითქვას, „ნაციონალურ მოძრაობას“ შლიან. ვნახოთ, პროცესი როგორ განვითარდება“, – განაცხადა ჰერმან საბომ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები