მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რაღაც განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც წერია, რომ პატიმრის ციხეში გადაყვანას ეწოდება “გატაცება” და “შურისძიება”

,,როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს რაღაც განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც წერია, რომ პატიმრის ციხეში გადაყვანას ეწოდება გატაცება და შურისძიება”, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილის მხარდამჭერები საუბრობენ საოცრებებს და იყენებენ ტერმინებს, როგორიც არის “ფარმაკოლოგიური წამება” და ხელისუფლების წარმომადგენლებს ამაზე უწევთ განმარტების გაკეთება, რაც უკვე შეუძლებელია.

,,წარმოიდგინეთ, სადამდე მივედით, რომ პატიმრის ციხეში გადაყვანას ეწოდება გატაცება, ფარმაკოლოგიური წამება და საოცრებებს ლაპარაკობთ, უკვე ყველანი ერთად. და ჩვენც აგერ დავდგებით და სერიოზული სახეებით ამაზე გპასუხობთ, უკვე შეუძლებელია ეს ყველაფერი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, წარმოიდგინეთ, პოლიტიკიდან წასული ადამიანი და პოლიტიკისგან დისტანცირებული ადამიანი როგორ აშინებთ, რომ მესიჯბოქსიდან არ ამოგაღებინებს მისი სახელი და გვარი ამდენი ხნის განმავლობაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები