მამუკა მდინარაძე: როგორც კი შერიგება ახსენა ვიღაცამ, წავიდა ულტიმატუმები, ჯერ სააკაშვილი გამოუშვით, მერე შეგირიგდებითო, თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ

“როგორც კი ტერმინი “შერიგება” ახსენა ვიღაცამ, იმ წუთას დაიწყო ულტიმატუმები, ჯერ სააკაშვილი გამოუშვით, მერე შეგირიგდებითო. თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ, რადგან ბოროტებასთან შერიგებას ჩვენ არ ვაპირებთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი საუბარი იქნება საერთო ეროვნული ინტერესებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, ხელისუფლება პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება.

„შერიგებაზე არა, საუბარია ისეთ საკითხებზე, რაზეც შესაძლებელია ეროვნული თანხმობა შედგეს. შერიგება არის აბსოლუტურად სხვა რამ. როგორც კი სიტყვა და ტერმინი “შერიგება” ახსენა ვიღაცამ, იმ წუთას წავიდა ულტიმატუმები და დათქმები, ჯერ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვით, მერე შეგირიგდებითო. თუ არ შეგვირიგდებიან, ამაზე ძალიან არ ვნერვიულობთ, რადგან ბოროტებასთან შერიგებას ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ თუ ეროვნული თანხმობის ისეთ საკითხზე იქნება საუბარი, რომელიც საერთო ეროვნული ინტერესებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარეობს, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ და მივესალმებით პრეზიდენტის ინიციატივას ამ მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები