გია ვოლსკი: პატიმარი, როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

“პატიმარი, როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კანონი აღსრულდა, სხვა პასუხი არ მაქვს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას.

მისივე თქმით, პატიმართა საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ რომელიმე პატიმარს განსხვავებული მოპყრობა აქვს.

„პენიტენციური სისტემისათვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდეს. ფაქტია, კანონი უნდა აღსრულდეს. ერთი მნიშვნელოვანი თემაც არის, რომ განსაკუთრებით წინასაახალწლოდ, პატიმართა საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ უსამართლობა შეიძლება იყოს დაშვებული, განსხვავებული მოპყრობა ჰქონდეს რომელიმე პატიმარს რაიმე ნიშნით გამორჩევის საფუძველზე. არ მგონია, რომ კანონი დარღვეულიყოს. როდესაც პატიმარი გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კანონი იქნა აღსრულებული, სხვა პასუხი არ გამაჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები