სალომე სამადაშვილი: მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეცეს დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს შესაძლებლობა, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და შეფასდეს მისი მდგომარეობა

“მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეცეს დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს შესაძლებლობა, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და შეფასდეს მისი მდგომარეობა”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას. მისივე თქმით, ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაძლო დამძიმებას.

“ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რეალურად, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ, მისი უფლებების უხეში დარღვევა და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება შეფასებული, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

დღეს ალბათ მთავარი არის ის, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეცეს დღესვე, უახლოეს წუთებში შესაძლებლობა დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და შეფასდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის ის, რაც გადაუდებლად არის გასაკეთებელი. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ელოდება. ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაძლო დამძიმებას. ის მისი ნების საწინააღმდეგოდ და სამედიცინო დასკვნის გარეშე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებიდან საპატიმროში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები