ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილს მოუწევს შეგუება, რომ პატიმარი სასჯელს ციხეში უნდა იხდიდეს და არა – რომელიმე კურორტზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ პატიმარი სასჯელს ციხეში უნდა იხდიდეს.

“ნებისმიერი პატიმრისთვის განკუთვნილი არის პენიტენციური დაწესებულება და, შესაბამისად, სააკაშვილი არის მსჯავრდებული პირი ძალიან მძიმე დანაშაულებებისთვის, აქედან გამომდინარე, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება საგამონაკლისო წესით სადმე კურორტზე გადაყვანილი მსჯავრდებული. რასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, კეთილი ინებოს და დაემორჩილოს და დაექვემდებაროს. მას მოუწევს შეგუება, რომ პატიმარი სასჯელს უნდა იხდიდეს ციხეში და არა რომელიმე კურორტზე. საერთოდ არ არის საინტერესო რას ამბობს “ნაციონალური მოძრაობა” და „ემპათია“. “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის ბიძის, “კაგებეს” გენერლის დაწერილ გეგმას „ემპათიაგააჟღერებს, ხაბეიშვილი თუ “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წარმომადგენელი, საინტერესო არ არის”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები