იაგო ხვიჩია: ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ

პარტია “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის პროცესში “ქართული ოცნების” კანდიდატის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავა.

„ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა, რომ თავისივე დანიშნული, პარლამენტის თავმჯდომარე ჩაანაცვლოს მეორე თავმჯდომარით. ჩვენ არც წინა თავმჯდომარესთან გვქონდა მტრული დამოკიდებულება და არც შალვა პაპუაშვილის მიმართ გვაქვს მტრული დამოკიდებულება. ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ. მმართველმა პარტიამ ამ პოსტზე შალვა პაპუაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც კახა კუჭავა 24 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები