გივი მიქანაძე – სააკაშვილზე: სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, თავის სასჯელს უნდა იხდიდეს არა გარე კლინიკაში, არამედ – შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში
“სააკაშვილი ვერ ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რომ სასჯელის გარკვეული ნაწილი პენიტენციურ სისტემის მიღმა გაატაროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
დეპუტატის განმარტებით, მსჯავრდებული სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა იხდიდეს და არა – გარე კლინიკაში.
“მსჯავრდებული სააკაშვილი ვერ ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რომ სასჯელის გარკვეული ნაწილი პენიტენციურ სისტემის მიღმა გაატაროს. ბრალდებული და მსჯავრდებული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით თავის სასჯელს უნდა იხდიდეს არა გარე კლინიკაში, არამედ – შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.