ნინო წილოსანი: შალვა პაპუაშვილი ძალიან კომპეტენტური და ჩვენი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია

“შალვა პაპუაშვილი ძალიან კომპეტენტური და ჩვენი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაპუაშვილს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაინიცირდა.

„კახა კუჭავა ნამდვილად ღირსეული ადამიანია. მას არანაკლებ ღირსეული კანდიდატი შეცვლის, შალვა პაპუაშვილი ძალიან კომპეტენტური და ჩვენი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მან დააინიცირა ან რომელშიც გარკვეულწილად იყო ჩართული“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები