დავით მათიკაშვილი: საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს, ეს სისტემურ პრობლემას ქმნის
საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს, ეს ქმნის სისტემურ პრობლემას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაზე საუბრისას აღნიშნა.
„ხდება ამ სტრუქტურის ინსტიტუციურიგასწორება და გაჯანსაღება. კანონპროექტის მიხედვით, ეს სტრუქტურა ორ სამსახურად იყოფა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის ინიციატივას მხარი დაუჭირა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი, რომელიც უწყების თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებს, შესაძლოა, გადაიხედოს.