საქართველოში კორონავირუსით კიდევ 61 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 514 პირს დაუდასტურდა, 2 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა.