თინეიჯერს, რომელიც ინფიცირების მიუხედავად ღამის კლუბს ესტუმრა, შესაძლოა, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯოს
ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია თინეიჯერი, რომელმაც იმის მიუხედავად, რომ კოვიდ დადებითი აღმოჩნდა და ამის შესახებ მას შესაბამისი სამსახურების მხრიდან ეცნობა, მაინც ესტუმრა ღამის კლუბს და მთელი ღამის მანძილზე ადგილზე დარჩა.
ქალაქ ადელაიდეს პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, 19 წლის მამაკაცს, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, 2 წლამდე პატიმრობა ელის ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმების მძიმე დარღვევას ეხება.
მომხდარის გამო, კლუბის 150-მდე სტუმარს და მომსახურე პერსონალს კარანტინში გადასვლა მოუწია, რადგან დახურულ სივრცეში ინფიცირებულს ყველა მათგანთან ჰქონდა კონტაქტი.
ახალგაზრდა მამაკაცის სასამართლო პროცესი თებერვალშია ჩანიშნული, მას ან 2 წლამდე პატიმრობა ან 20 ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.
https://www.nytimes.com/2021/12/28/world/asia/teenager-party-covid.html