რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკა უკრაინისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს –  ზელენსკიმ საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა  

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკას, როგორც საფრთხეს უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის.

ზელენსკიმ აამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს  15 ოქტომბრის გადაწყვეტილება ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ.

დოკუმენტში აღინიშნება, რომ  „რუსეთის ფედერაციის სპეციალური საინფორმაციო ოპერაციები მიმართულია საკვანძო დემოკრატიულ ინსტიტუტებზე (კერძოდ, საარჩევნო ინსტიტუტებზე), ხოლო აგრესორი სახელმწიფოს სპეცსამსახურები ცდილობენ გააძლიერონ შიდა წინააღმდეგობები უკრაინასა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში“.

როგორც აღინიშნა, ტექნოლოგიები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის, მათ შორის ინფორმაციული ინტერვენციის მოდელები და მექანიზმები, ვრცელდება სხვა ქვეყნებში, სწრაფად ეგუება ადგილობრივ კონტექსტს და პოლიტიკოსებს.

„მათ დარღვევაზე შემზღუდავი ზომები (სანქციები) და ეფექტური მონიტორინგის მექანიზმი და პასუხისმგებლობა, არის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი რუსეთის ფედერაციის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს დეზინფორმაციულ აქტივობაზე რეაგირებისთვის“, – ნათქვამია უკრაინის საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები