გივი მიქანაძე: სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს და ეს არ უნდა იყოს მანიპულაციის საშუალება, რომ ვინმეს უფლებები ილახება

“მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული კონკრეტულ საქმეებზე, ის არის ბრალდებული რამდენიმე საქმეზე, რომლის განხილვა უპრეცედენტო ღიაობითა და საჯაროობით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

„ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემაზე არის ორიენტირებული. ის, რომ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არ უნდა იყოს მანიპულაციის საშუალება, რომ ვინმეს უფლებები ილახება. საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანის უფლებები იყოს დაცული ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის. ვხედავთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან წამოწყებულია ერთგვარი სამოქალაქო შერიგების პროცესი, რომელიც არის კეთილშობილური განზრახვა, პარალელურად ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციას, რომლის ბელადი სააკაშვილი როგორ იქცევა, რა ფორმით ახდენს ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას. ამ ადამიანების დღის წესრიგი არის მხოლოდ და მხოლოდ რაიმე ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები