ივანე ჩხაიძე: ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა თავის დაცვის ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ- ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა ინფიცირებისგან, საავადმყოფოში მოხვედრისა და გარდაცვალების შემთხვევებისგან თავის დაცვის თვალსაზრისით ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

„ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა ერთ-ერთი გამოსავალია, თუ არა ერთადერთი. „ბუსტერ“ დოზის აუცილებლობა არის ის, რაზეც  „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ მიგვითითებს. „ფაიზერთან“ დაკავშირებით „ბუსტერ“ დოზის ეფექტიანობა დადგენილი, დადასტურებული ფაქტია.  ეს ეფექტიანობა უფრო მეტია, ვიდრე საწყისი 95  % -იც კი. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც  იმუნიზაციის საბჭოზე იქნა მიღებული, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა,  რომ უფრო მეტი ადამიანისთვის მიგვეცა საშუალება,  „ბუსტერ“ დოზების ადმინისტრირების პროცესში  ჩართულიყვნენ. ადრე   5 -თვიანი  პერიოდი გვქონდა. ჩვენ  ეს გადმოვწიეთ, 3-თვიანი პერიოდის პირობებში,   აგვისტოში ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ, „ბუსტერ“ დოზა დეკემბერშივე გაიკეთონ, რაც იმას ნიშნავს, რომ  ისინი იანვრისთვის „ომიკრონთან“ შესახვედრად მომზადებულები იქნებიან.

„ბუსტერ“ დოზა ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა ინფიცირებისგან, საავადმყოფოში მოხვედირისა და გარდაცვალების შემთხვევებისგან თავის დაცვის თვალსაზრისით“ – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები