რომის პაპმა პანდემიის დასრულებისთვის ილოცა

რომის პაპმა, ფრანცისკემ პანდემიის დასრულებისთვის წირვა აღავლინა. მან, ასევე, მიმართა კათოლიკეებს და კიდევ ერთხელ მოუწოდა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ. მიმართვის მოსასმენად ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნე შეიკრიბა .

რომის პაპის განცხადებით, ის განსაკუთრებით მათთვის ილოცებს, ვინც კოვიდინფიცირებულია მოცემულ მომენტში და დაამატა, რომ ლოცვები, ასევე, მიმართული იქნება ქალებისა და ბავშვებისთვის, რომლებსაც „ლოკდაუნის“ პირობებში განსაკუთრებით უჭირთ არსებობა.

შეგახსენებთ, რომ „ომიკრონის“ შტამის აღმოჩენის შემდეგ ვატიკანის სასულიერო პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. მოთხოვნა არ ეხებათ მხოლოდ მათ, ვინც კოვიდინფექცია ახლახან გადაიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები