„კეთილი ინებოს კერძო სექტორმა და “შრომის კოდექსს” პატივი სცეს“
კეთილი ინებოს კერძო სექტორმა და “შრომის კოდექსს” პატივი სცეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სამწუახაროა, რომ კერძო სექტორის ბევრი წარმომადგენელი ჩვენს “შრომის კოდექსს” არაფრად მიიჩნევს.
“დანანებით უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი კერძო სექტორის წარმომადგენელი არაფრად დაგიდევთ ამ ჩვენს “შრომის კოდექსს”, რომლის შემუშავებაზეც ჩვენ ამდენი ვიწვალეთ და დასაქმებულები არიან ისევ უფლებების დარღვევის სიტუაციაში. ჩვენ – მთავრობამ და კანონმდებლებმა ამაზე ალბათ ერთად უნდა ვიფიქროთ, რომ კერძო სექტორმა კეთილი ინებოს, შრომის კოდექსს პატივი სცეს და დასაქმებულის უფლებები დაიცვას. მით უმეტეს, რომ ჩვენ კერძო სექტორის ყველა ინტერესი გავითვალისწინეთ, როცა ამ “შრომის კოდექსზე” ვმუშაობდით”, – განაცხადა წულუკიანმა.