ევროკომისია 2021 წელს აფასებს და ამბობს, რომ ეს დასამახსოვრებელი წელი იყო. ვიდეო ევროკომისიის „ტვიტერის” გვერდზე განთავსდა.
„ერთი წლის წინ ევროპაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. დღეისათვის ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 78%-ზე მეტი ვაქცინირებულია, მათთვის ხელმისაწვდომია უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები და „ბუსტერდოზები“.
ვაქცინაცია გვიცავს ვირუსისგან.
მადლობას ვუხდით მეცნიერებსა და მედპერსონალს ჩვენი უსაფრთხოებისა და იმედიანი მომავლისთვის”, – აღნიშნავს ევროკომისია.
A year ago, vaccination against COVID-19 began in Europe.
Since then, more than 78% of adults in the EU have been vaccinated.
Everyone in the EU has access to safe and effective vaccines! #StrongerTogether pic.twitter.com/RgUKNGhhWh
— European Commission 🇪🇺 (@EU_Commission) December 27, 2021