პროკურორი: ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარება არა გულწრფელობას, არამედ მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისგან თავის არიდებას ემსახურება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარება არა გულწრფელობას, არამედ მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისგან თავის არიდებას ემსახურება.

„ბრალდებულებს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ტარებისთვის, შეძენისთვის, ტარებისთვის აქვთ წარდგენილი. ის გარემოება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მკვლელობა აღიარა და მიუთითებს, მეორე არაფერ შუაშიაო, დამერწმუნეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის თავიდან აცილების მცდელობაა და არა ის, რომ გულწრფელად ითანამშრომლონ ან სასამართლოსთან, ან გამოძიებასთან. თუ მათ სიმართლის თქმა უნდოდათ, ამ ყველაფერს გამოძიების ეტაპზე იტყოდნენ, დაველოდოთ, რა იქნება სასამართლო განხილვის დროს. ჩვენ აუცილებლად დავადასტურებთ სრული მოცულობით, რომ მათ მიერ ჩადენილია მკვლელობა წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, მათ მიერ ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულების გადაადგილების გრაფიკები, მანძილები, მარშრუტები, რომელიც ემთხვევა გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტს. მოპოვებულია ძალიან ბევრი მტკიცებულება”, – განაცხადა პროკურორმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები