გურჯაანში მამაკაცს ეძებენ
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში 80 წლის ანზორ ღარიბაშვილს ეძებენ. ხანში შესული მამაკაცი სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ბოლოს იგი სოფელ ვაჩნაძიანში ნახეს. ოჯახის წევრებს მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათი თქმით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და არ გამოირიცხება, რომ მისი გაუჩინარება სწორედ ამას უკავშირდებოდეს. ღარიბაშვილებმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართეს. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მოხუცის გაუჩინარების თაობაზე უწყებას 23 ივლისს