ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი – დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე, დანაშაულს დაერქვას დანაშაული
“იმისთვის, რომ მომავალში სწორად წარიმართოს პროცესები, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი – დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე, დანაშაულს დაერქვას დანაშაული.
“იმისთვის, რომ მომავალში სწორად წარიმართოს პროცესები, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება. როდესაც “პოლიტიკურ დევნილს” უწოდებენ ადამიანს, რომელმაც 9 წლის მანძილზე და შემდეგაც ჩაიდინა უამრავი დანაშაული და დანაშაულთა ნაწილი იყო მაგალითად, არაერთი მედიასაშუალების მიტაცება უმძიმესი, ყაჩაღური ფორმებით, ათიათასობით ადამიანისთვის ქონების, ბიზნესის წართმევა, ადამიანების წამება, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის – როდესაც ასეთი რეჟიმის ავტორს და ბელადს უწოდებენ დევნილს, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში რთულია მომავალზე საუბარი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, მნიშვნელოვანია დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე და მნიშვნელოვანია დანაშაულს დაერქვას დანაშაული”, – განაცხადა კობახიძემ.