რუდენკო: “3+3”-ის პლატფორმაში მონაწილეობის სარგებლის მიუხედავად, თბილისმა პირველ შეხვედრაზე წარმომადგენლები არ გაგზავნა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, რეგიონულ საკონსულტაციო პლატფორმა „3+3“-ში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია და ფორმატის ყველა მონაწილე გამოხატავს თბილისთან შეერთების სურვილს, ამიტომ, მისთვის “კარი” ღია რჩება.

ამის შესახებ მან Sputnik-თან საუბარში თქვა.

“რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა „3+3“ შეიქმნა და უკვე ფუნქციონირებს, როგორც პრაგმატული, არაპოლიტიზებული ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და მათი მეზობლების დაახლოებას. ჩვენს ერთობლივ მუშაობაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საერთო ინტერესის საკითხებზე და ვმუშაობთ ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებაზე: სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაზე, ასევე, საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებთან ბრძოლაზე.

პირველმა შეხვედრამ „3+3“-ს ფორმატში, რომელის მოსკოვში 10 დეკემბერს შედგა, აჩვენა, რომ მონაწილეები დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნებით, არამედ – პრაქტიკული ურთიერთქმედების დამყარებით.

ვწუხვართ, რომ, პლატფორმის მუშაობაში მონაწილეობის აშკარა სარგებელის მიუხედავად, თბილისმა არ გაგზავნა თავისი წარმომადგენლები პირველ შეხვედრაზე. ამასთან, ყველა მონაწილემ გამოხატა საქართველოსთან შეერთების სურვილი და შეთანხმდნენ, რომ ამ ქვეყნისთვის „კარი“ ღია რჩება”, – თქვა რუდენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები