იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. ფილიალები მხოლოდ 1-ელ და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე – 7 იანვარს არ იმუშავებენ. შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.