გერმანია საახალწლოდ ფოიერვერკებს კრძალავს, რადგან კორონავირუსის გამო გადატვირთული საავადმყოფოები სხვა პაციენტების მიღებას ვერ შეძლებენ

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლისთვის ფოიერვერკების გაყიდვა და შეძენა აიკრძალა.

გერმანელი კანონმდებლების თქმით, მათ არ სურთ, კორონავირუსის გამო გადატვირთულ კლინიკებს, ფოიერვერკებით მიყენებული დაზიანებებით, დატვირთვა კიდევ უფრო გაეზარდოთ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის „მეოთხე ტალღას“ ებრძვის. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „ომიკრონის“ ახალი შტამი დაფიქსირდა, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობა პანდემიის „მეხუთე ტალღის“ შესახებაც გააფრთხილა.

ფოიერვერკების გაყიდვა გერმანიაში გასულ წელსაც აკრძალული იყო.

წყარო: https://www.dw.com/en/germany-bans-private-new-years-eve-fireworks-again/a-60176768?fbclid=IwAR00qWCMzf0GQgbSnf_ohh6yqtr0Cvbj_dvl01bKY-JbmySHRQUhIDmDtkM

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები