რატი იონათამიშვილი: ერთდროულად, პერსონალური მონაცემების დაცვა და საგამოძიებო კომპონენტის განხორციელება ფუნქციების აღრევასა და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ, ერთდროულად, პერსონალური მონაცემების დაცვა და საგამოძიებო კომპონენტის განხორციელება ფუნქციების აღრევასა და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.
მისივე თქმით, შეიქმნება ორი ახალი უწყება და ფუნქციები მათ შორის გადანაწილდება.
„საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ, ერთდროულად, პერსონალური მონაცემების დაცვა და საგამოძიებო კომპონენტის განხორციელება ფუნქციების აღრევასა და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. შესაბამისად, შეიქმნება ორი ახალი უწყება, ფუნქციები გადანაწილდება საერთაშორისო პრაქტიკის ჰარმონიზაციით. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით გაკონტროლდება როგორც პერსონალური მონაცემების დაცვა, ისე – საგამოძიებო კომპონენტი“, – აღნიშნავს რატი იონათამიშვილი.