გია ვოლსკი: პარლამენტის დღის წესრიგს შალვა პაპუაშვილიც პროფესიონალურად მოემსახურება,

თუკი საკითხები მხოლოდ გამონათქვამების სიხისტეზე იქნება დამოკიდებული, ეს სიხისტე არც კახა კუჭავას აკლდა, როდესაც პოლიტიკური პოლემიკა მიმდინარეობდა, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, რომ კახა კუჭავასთან შედარებით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი უფრო ხისტ პოლიტიკოსად აღიქმება.

„დიდი ხანია, კახა კუჭავას აქვს გარკვეული კონცეფცია და მისი გადადგომა არ არის განპირობებული რაიმე სხვა მიზეზით. საზოგადოებისადმი პატივისცემა ან უპატივცემულობა არ გამოიხატება ამით, იმიტომ რომ არანაკლებ ღირსეული კანდიდატურა წარვადგინეთ. შალვა პაპუაშვილის გამონათქვამების არსი არ განსხვავდება იმ მიდგომებისგან, რაც აქვს კახა კუჭავას. შეიძლება, გამოხატვის ფორმა იყოს სხვა, მაგრამ პარლამენტის დღის წესრიგს შალვა პაპუაშვილი პროფესიონალურად მოემსახურება. თუკი საკითხები მხოლოდ გამონათქვამების სიხისტეზე იქნება დამოკიდებული, ეს სიხისტე არც კახა კუჭავას აკლდა, როდესაც პოლიტიკური პოლემიკა მიმდინარეობდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კახა კუჭავამ თანამდებობა გუშინ დატოვა. მის შემცვლელად მმართველი პარტია პარლამენტს შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები