ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს, გაძლიერების მიზნით, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი დაემატებიან

 

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში ცვლილებებია. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, გაძლიერების მიზნით, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი დაემატებიან.

“დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც, არსებითად, განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო საკითხი. მათ შორის, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ.
კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და „ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი.

წარმატებებს ვუსურვებ ანრისა და ირაკლის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები