შოტლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო, 27 დეკემბრიდან, მომდევნო სამი კვირის გამავლობაში, ღამის კლუბები დაიხურება.
BBC-ის ცნობით, ამის შესახებ შოტლანდიის პირველი მინისტრის მოადგილემ, ჯონ სვინიმ განაცხადა.
როგორც სვინიმ აღნიშნა, გაცილებით ადვილია დაწესებულებების დახურვა, ვიდრე – იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი დისტანციის დაცვის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.
მისივე თქმით, კლუბებს, იძულებითი გაჩერებისთვის, კომპენსაციას გადაუხდიან.
ასევე, დაწესებულებებს ალტერნატივის სახით სთავაზობენ დროებით მუშაობას მხოლოდ როგორც ბარი, სადაც უსაფრთხოების ყველა წესი იქნება დაცული.
შოტლანდიაში, წინა “ლოკდაუნის” შემდეგ, კლუბებს გახსნის შესაძლებლობა მხოლოდ აგვისტოში მიეცათ, ოქტომბრიდან კი დაწესებულებებში შესვლა კოვიდსერტიფიკატების წარდგენის შემდეგ იყო შესაძლებელი.