ჩეხეთის მოსახლეობის 52% მხარს სავალდებულო ვაქცინაციას უჭერს
ჩეხეთის მოსახლეობის 52% სავალდებულო ვაქცინაციას უჭერს მხარს, ხოლო 42% საპირისპირო აზრზეა.
აღნიშნული გამოკითხვა კომპანია NMS Market Research-მა ჩაატარა, – იტყობინება Czech Radio.
ამასთან, სავალდებლო ვაქცინაციას არავაქცინირებულთა 89% ეწინააღმდეგება და ვაქცინირებულთა – 26%.
ასევე, აცრილი და აუცრელი ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ კორონავირუსის საფრთხეებს.
ასე, მაგალითად, არავაქცინირებულთა 56%-ს მიაჩნია, რომ ვაქცინაცია უფრო საშიშია, ვიდრე – თავად კორონავირუსი. აცრილებს შორის ამგვარად მხოლოდ 13% ფიქრობს.
ჩეხეთმა დეკემბერში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია დაამტკიცა.
მოთხოვნა ძალაში 2022 წლის 1-ელი მარტიდან შევა.
გარდა ამისა, ვაქცინაცია სავალდებულო იქნება ჯანდაცვის მუშაკებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, მეხანძრეებსა და პოლიციელებისთვის, ასევე, სამედიცინო უმაღლესების სტუდენტებისთვის, რომლებიც ემზადებიან სოციალურ სამსახურში სამუშაოდ.