სალომე ზურაბიშვილი მარიამ ჯაშსა და ეკა გიგაურს შეხვდა

ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან. სალომე ზურაბიშვილი დღეს მარიამ ჯაშსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს შეხვდა. განიხილეს ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაცია და იმსჯელეს გამოსავლის გზებზე. დღის განმავლობაში პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდება.

შეგახსენებთ, ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების ინიციატივით, სალომე ზურაბიშვილი 16 დეკემბერს გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები