ლევან იოსელიანი: პოლიტიკური კულტურა ცოტათი შეიცვალა, ისეთი პოლიტიკოსები ვნახე სალომე ზურაბიშვილთან მისული, პრეზიდენტად რომ არ აღიარებდნენ და “პუტინისტს” უწოდებდნენ

“პრეზიდენტი კონსულტაციას ყველასთან აწარმოებს და ამ პროცესის გულშემატკივარი ვარ. მინდა, ამ პროცესმა რეალურად რაღაც შედეგი გამოიღოს, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ იქნება ერთ კვირაში და თუნდაც ერთ თვეში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ცოტათი მაინც უკვე შეიცვალა, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე იმ ოპოზიციონერების მისვლა მეტყველებს, რომლებიც მას პრეზიდენტად არ აღიარებდნენ და ,,პუტინისტს,, ეძახდნენ.

„უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცოტათი მაინც პოლიტიკური კულტურა შეიცვალა და ოდნავ გაუმჯობესდა. მაგალითად ისეთი პოლიტიკური პარტიები და ისეთი ლიდერები ვნახე სალომე ზურაბიშვილთან მისული, რომლებიც მას პრეზიდენტად საერთოდ არ აღიარებდნენ სულ რამდენიმე თვის წინ და ამბობდნენ, რომ ის არის პუტინისტი, მათი დანიშნული და ა.შ. მათ მოუწიათ მისვლა და ამ პროცესში ჩართვა, რადგან ხედავენ, რომ სხვანაირად უბრალოდ მარგინალიზაციის გზას დაადგებიან. საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში მოხდეს რაღაც ძირეულ საკითხებზე შეთანხმება. დაკვეთაა, რომ დასრულდეს ეს პოლარიზაცია, ზიზღის ენით საუბარი და ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება, ისეთი პოლიტიკური თემების გამო, რომელიც რეალურად ვიწროპარტიული ინტერესების გამომხატველია და არა საერთო ეროვნულის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები