ელენე ხოშტარია: ყველა ინსტრუმენტს აქვს თავისი ადგილი, ის პროცესი, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღვიქვათ არასწორად

“ყველა ინსტრუმენტს აქვს თავისი ადგილი. ის პროცესი, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღვიქვათ არასწორად და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის პარალელურად ყველა პოლიტიკური ბრძოლა არის გაჩერებული – გადაწყვეტილება, რომ შენ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის, ჩემი აზრით, იმსახურებს სოლიდარობას”, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შიმშილობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„ყველა ინსტრუმენტს აქვს თავისი ადგილი. თავად ნიკა მელიამ შიმშილობის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მათ შორის, პრეზიდენტთან. ეს პროცესი როგორ წარიმართება, ეს არის ერთი მიმართულება და ჩვენ აქტიურად ვართ ამაში ჩართული და მეორე არის ის პოლიტიკური ბრძოლა, რომლის გარეშეც „ქართული ოცნების“ რეჟიმთან შეუძლებელია ურთიერთობა. გადაწყვეტილება, რომ შენ შენი ჯანმრთელობის ზიანის ხარჯზე იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის ჩემი აზრით, იმსახურებს სოლიდარობას. ეს არის ფორმა, რომელიც აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მე ყოველმხრივ ხელს შევუწყობ,  ამან მოიტანოს შედეგი, რომ გადაიჭრას მიხეილ სააკაშვილის საკითხი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები