მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს დეპუტატები უსმენენ

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. მინისტრობის კანდიდატები კომიტეტის სხდომებზე სამინისტროებში განხორციელებულ ცვლილებებსა და პრიორიტეტებზე საუბრობენ.
მათი განცხადებით, სამინისტროებში მუშაობის პრინციპები არ შეიცვლება. მინისტრობის კანდიდატები იმედს გამოთქვამენ, რომ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს.
,,დღეს პარლამენტში მოვედით იმიტომ, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმები და მივიღოთ პარლამენტისგან ნდობა. ჯანდაცვის სამინისტროში არ იცვლება მთავარი სტრატეგია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის ორი წელი შეაფასა. მან ამ პერიოდში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა.
,,ახალი ხელისუფლება უკვე ორი წელია რაც ქვეყნის სათავეშია. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ სასიკეთო გაკეთდა. დღეს წარმოდგენილია მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და მას პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს მხარდაჭერა”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას ხვალ რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები