მიხეილ სააკაშვილი: კიდევ ოთხი ადამიანი გაიტაცეს ოკუპანტებმა, ეს არის ნამდვილი ლეკიანობა, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება

“კიდევ ოთხი ადამიანი გაიტაცეს ოკუპანტებმა. ეს არის ნამდვილი ლეკიანობა, რომელსაც აქეთა მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება”,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.

“მინდა, მივმართო უზურპატორებს: გორის ჰოსპიტალში მუდმივად მყარაულობს 200 კაცზე მეტი და ცალკე სპეცრაზმი. არსად გაქცევას რომ არ ვაპირებ და ამის ფიზიკური ძალაც არ მაქვს, მგონი, იცით. იქნებ, ამ ყარაულის რაოდენობა ორჯერ მაინც შეამციროთ და ხალხი დაიცვათ.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ ვერც 2008-მდე და ვერც 2008-2012-ში მსგავსს ვერაფერს ვერავინ ბედავდა. და თუ ზოგჯერ ვიღაცას აკავებდნენ, პირდაპირ ვიღებდი ყურმილს, ვურეკავდი მაგალითად ამერიკის ვიცეპრეზიდენტ ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს, კლინტონს და სწრაფად ვწყვეტდი საკითხს.

არც ხაზის გადმოწევა ხდებოდა. ერთხელ სცადეს საჩხერის რაიონში, მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენე და 1 კვირაში უკან გადაწიეს. ასეთია ფაქტები!”, –  ნათქვამია მიმართვაში.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები