ირაკლი ზარქუა: მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილი დღეს სასამართლოს არ დაესწრებოდა – სათქმელი არაფერი აქვს

„მოსალოდნელი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლოს არ დაესწრებოდა. მას არგუმენტები არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„რა უნდა თქვას, 7 ნოემბერი არ დამიშლიაო, როცა იქ ალყაში მოამწყვდიეს ხალხი და ჩახოცეს? სათქმელი არაფერი აქვს და სწორედ ამიტომ დარჩა იქ, სადაც არის დროებით მოთავსებული. მე არ მქონია მოლოდინი, რომ დღეს სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, მით უმეტეს, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „იმედში“ შეჭრის საქმეზე“, – აცხადებს ზარქუა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები