ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს გამართავს

თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციაში ასევე შედიან ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები დანიელ ბაკელენი და კარლ ლამერსი, ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხულიო მირანდა-კალჰა, ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს დღეს იწყებს. თავდაპირველად შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართება, სადაც ოფისის ხელმძღვანელს ვილიამ ლაჰიუსს შეხვდებიან. ასევე შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი, ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. დღესვე ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პირები საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები