“რემდესივირი” კოვიდ-19-ის მძიმე ფორმებით განვითარების რისკს 87%-ით ამცირებს – ახალი კვლევა

New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული, საერთაშორისო კვლევის შედეგების მიხედვით, პრეპარატი “რემდესივირი”(Remdesivir) კორონავირუსის მძიმე ფორმის განვითარების რისკს 87%-ით ამცირებს.

კვლევას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ატარებდნენ, მათ შორის,  აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, ესპანეთიდან.

მასში ჩართული იყო 562 პაციენტი ქრონიკული დაავადებებით, კერძოდ, შაქრიანი დიაბეტით, სიმსუქნითა და ჰიპერტენზიით.

მონაწილეთა საშუალო ასაკი 50 წელი იყო. კვლევაში 279 ადამიანმა მიიღო ,,რემდესივირის,, მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო 283-მა ადამიანმა მიიღო პლაცებო.

„კოვიდ-19-ის პროგრესირების მაღალი რისკის მქონე ამბულატორიულ პაციენტებს შორის, ,,რედესივირის,, სამდღიანი კურსი უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას და ამცირებდა ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 87%-ით პლაცებოსთან შედარებით“, – ნათქვამია კვლევაში.

მხოლოდ ორი ადამიანი, ვინც იღებდა “რემდესივირს”, ჰოსპიტალიზებულია კორონავირუსის გამო, ხოლო პლაცებოს ჯგუფში ჰოსპიტალიზაციის რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

ორივე ჯგუფის არცერთ  პაციენტში კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ  28 დღის განმავლობაში ლეტალობა არ დაფიქსირებულა.

გარდა ამისა, პლაცებოს ჯგუფში მყოფი პაციენტები უფრო ხშირად მიმართავდნენ ექიმს კოროვირუსის გამო, ვიდრე – ადამიანები, რომლებიც იღებდნენ “რემდესივირს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები