ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი ეწვია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი ეწვია.

შეხვედრა ნდობის ჯგუფის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში შედგა. სააგენტოს ხელმძღვანელი დეპუტატებს სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, განხორციელდა ფარული მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური კონტროლი.

სააგენტოს წარმომადგენლებმა ნდობის ჯგუფის წევრებს გასული წლის ანგარიში წარუდგინეს და სააგენტოს სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნეს.

ნდობის ჯგუფი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემატურად ახორციელებს. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამავე კანონის თანახმად, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები