მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი რუსეთის ინსტრუმენტია

ყოფილი „კაგებეშნიკების“ არ მჯერა. შეიძლება გამონაკლისები არსებობს, მაგრამ როდესაც პროფესიით რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი ხარ, მინიმუმ ეჭვი შემეპარება შენში. დღეს რომ პროდასავლურობას მიმტკიცებ,​ მე არ დაგიჯერებ და არც ხალხი დაიჯერებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თემურ ალასანიაზე საუბრისას განაცხადა.

„კაგებეშნიკური მეთოდები ალასანიამ ბოლო სვლად გამოიყენა. დღეს ამ ქვეყანას არ აქვს სიტუაცია მარტივად, მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამო, ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, მაგრამ გავუძლებთ ამ ყველაფერს.

უკრაინაში პირდაპირ იარაღით მიდის ოკუპანტი, ფინანსურად აშანტაჟებს მოლდოვას. ჩვენთან რა ბერკეტი აქვს? ერთი – ოკუპაცია; დღე არ გავა ვინმე არ გაიტაცონ და მეორე – მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, როგორც ქვეყნის შეჯანჯღარების ინსტრუმენტი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები