საქართველოს პარლამენტში ნამიბიისა და ტანზანიის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფები შეიქმნა

საქართველოს პარლამენტში ორი ახალი მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა – ნამიბიისა და ტანზანიის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფები, – ამის შესახებ პარლამენტმა რიგგარეშე სესიის 22 დეკემბრის პლენარული სხდომაზე დადგენილება მას შემდეგ მიიღო, რაც „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საკითხი განიხილა.

პარლამენტის დადგენილებას მხარი პარლამენტის  86-მა  წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა მადრიდში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის სესიაზე, სადაც მან სხვადასხვა ქვეყნის სპიკერებთან გამართა შეხვედრები. მათ შორის იყო ორი შეხვედრა აფრიკის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან – ნამიბიის პარლამენტის სპიკერსა და ტანზანიის პარლამენტის სპიკერთან. სწორედ ამ შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ პარლამენტებში შეიქმნებოდა მეგობრობის ჯგუფები”, – განაცხადა საკითხის წარდგენისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. ტანზანიის მეგობრობის ჯგუფს უხელმძღვანელებს პარლამენტის წევრი – ხატია წილოსანი, ხოლო ნამიბიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს – ნიკოლოზ სამხარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები