ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობა” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივა მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პოლარიზაციის გაზრდისთვის ყველაფერს აკეთებს.

“ჩვენ არ ვართ ამ პროცესის წარმმართველები, ინიციატივა გამოავლინა პრეზიდენტმა და ჩვენ უნდა დაველოდოთ მის კონკრეტულ ქმედებებს, ინიციატივებს და ამის მიხედვით გვექნება რეაქცია. რაც შეეხება ზოგადად ამ ინიციატივას, მის მიზანს, ეს არის პოლარიზაციის შემცირება, ჩვენთვის ეს არის არამარტო მისაღები, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეალურად, “ნაცმოძრაობა” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს, თქვენ გახსოვთ, ისინი პრეზიდენტის რეზიდენციაშიც კი არ მივიდნენ, მუდმივად საუბრობენ მესამე პრეზიდენტზე, ეს მესიჯია სააკაშვილთან დაკავშირებით მაშინ, როცა მოქმედ პრეზიდენტს არ სცეს ელემენტარული პატივი და არ მივიდნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში. ეს მეტყველებს მათ ბუნებაზეც, მათ მიზნებზეც, მათ არ სურთ პოლარიზაციის შემცირება, რადგან ხედავენ, რომ მათთვის პოლარიზაცია არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ მიზნებს მიაღწიონ, თუმცა, სინამდვილეში პოლარიზაციაც ისევე, როგორც დეპოლარიზაცია, ორივე “ნაცმოძრაობისთვის” არის საზიანო, რადგან მთლიანად არიან აცდენილნი იმ ხაზს, რასაც ჰქვია ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები