სალომე ზურაბიშვილი ელენე ხოშტარიას ხვდება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მივიდა.

ხოშტარიას თქმით, პრეზიდენტთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და გამოსავლის ძიება სწორი პროცესია.

„მისასალმებელია, რომ პრეზიდენტის განცხადება დღეების განმავლობაში იქცა კონკრეტულ ნაბიჯებად და მიმდინარეობს შეხვედრები. რა თქმა უნდა, მე მაქვს ხედვა, თუ რა იქნება ეროვნული თანხმობისთვის ქვეყანაში აუცილებელი, თუმცა, თავს შევიკავებ შეხვედრამდე ამაზე საუბრისგან. „ქართული ოცნების” მონაწილეობის გარეშე, რის ნიშანსაც ახლა ვერ ვხედავ, სრული ეროვნული თანხმობის მიღწევა იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი, მიუხედავად ამისა, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და გამოსავლის ძიება პრეზიდენტთან ერთად არის სწორი და საჭირო პროცესი. გამოსავალი რა არის და პრეზიდენტს რა შეუძლია, ამას კარგად უნდა მოვუსმინოთ, არც მეტი უნდა გვქონდეს მოლოდინი და არც თავი მოვიტყუოთ ამ პროცესში“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები