“გირჩის” ინიციატივა – დეპუტატებს წვდომა უნდა ჰქონდეთ სებ-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე

“გირჩის” ინიციატივით, ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე დეპუტატებს წვდომა უნდა ჰქონდეთ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, კანონპროექტში შესაბამისი შესატანი ცვლილებები უკვე მზად არის.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს დღევანდელი კანონმდებლობით უფლება აქვს, ნებისმიერი ინფორმაცია უვადოდ დამალოს, რისი უფლებამოსილებაც არცერთ უწყებას არ აქვს, მათ შორის, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და  თავდაცვის სამინისტროს.

„ეს პრობლემა რომ მოვაგვაროთ და კანონი მოვიყვანოთ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, შეგვაქვს ცვლილება „ეროვნულ ბანკის შესახებ“ კანონში, რომლითაც დეპუტატებს ექნებათ სრული წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ეხება ეროვნული ბანკის საქმიანობას. ეს არანაირ დამატებით რისკებს არც ფინანსურ სისტემაში არ აჩენს და არც სხვა პრობლემებს, მაგრამ პარლამენტარებს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიცოდეთ, რა ხდება ეროვნულ ბანკში და თუ იქ პრობლემები იქნება, ამაზე ვიმსჯელოთ და განვახორციელოთ ზედამხედველობა,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები