უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის (ამირან ძაბუნიძის) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის (ამირან ძაბუნიძის) საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
პარლამენტის ინფორმაციით, ამირან ძაბუნიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა. სამუშაო ჯგუფის მდივანი ფრაქცია „ქართულ ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი იქნება. ფრაქციას „ქართულ ოცნება” სამუშაო ჯგუფში 13 წევრი ეყოლება, ხოლო სხვა ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თითო-თითო წევრი. სამუშაო ჯგუფში კვოტები განსაზღვრულია აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისთვისაც.