ბექა დავითულიანი: როგორც ჩანს, პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, შიმშილობა დაეწყოთ, ამათაც სექტის მრევლივით შიმშილობა დაიწყეს – ეს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან

“როგორც ჩანს, პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, შიმშილობა დაეწყოთ, ამათაც სექტის მრევლივით შიმშილობა დაიწყეს, ეს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დაწყებულ მასობრივ შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.

დავითულიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა ფეიკაღმშენებლების ეპოქა, შემდეგ – ფეიკგმირების სესია და ახლა ფეიკშაჰიდების სესიას გვთავაზობს. როგორც ჩანს, მათმა პატიმარმა პრეზიდენტმა გადასცა, რომ შიმშილობა დაიწყონ. ესენი რაღაც სექტის მრევლივით ჩამოდგნენ და შიმშილობა დაიწყეს. ეს მათი უფლებაა, ღმერთმა ქნას, ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეთ. ეს ყველაფერი მათთვისაც არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან. საერთოდ აღარ აქვს აზრი, ეს პარტია რას აცხადებს. ვიწროპარტიული დღის წესრიგით მოქმედებენ, რაც დანარჩენ ქვეყანას არ ეხება. უნდათ შაჰიდობა? – იყვნენ. ადგნენ და მრწამსისთვის ეწამონ, მაგრამ ესეც ფეიკია, მაგასაც არ შვებიან. ის, რომ შიმშილობენ უტოპისტური მოთხოვნით, არაფერს ცვლის. დავჯდები და შიმშილს დავიწყებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკიდან წავიდეს და წავიდეს“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები