საქართველოში კორონავირუსით კიდევ 52 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 739 პირს დაუდასტურდა, 3 072 პაციენტი გამოჯანმრთელდა.