ნინო წილოსანი: სააკაშვილი ვერ იქნება გათავისუფლებული მხოლოდ იმის გამო, რომ ფანატიკოსი ადამიანები იწყებენ შიმშილობას

 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას შიმშილობასთან დაკავშირებით ეხმაურება.

როგორც მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, არასდროს ჰქონია შიმშილობას გავლენა კანონზე.
შესაბამისად, მხოლოდ იმის გამო, რომ ფანატიკოსი ადამიანები იწყებენ შიმშილს, ვერ მოხდება მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლება.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდა პარტიული კრიზისი და ისინი ვერ კონცენტრირდებიან და ერთიანდებიან იმ ყველაზე უღირსი მიზნის გარდა, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის – დამნაშავე ადამიანის ციხიდან დახსნა. ის ვერ იქნება გათავისუფლებული მხოლოდ იმის გამო, რომ ფანატიკოსი ადამიანები იწყებენ შიმშილს,“ – აცხადებს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები