გარდაბანში კორონავირუსმა დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში კორონავირუსმა დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილთა ოჯახის ახლობელი წერს.
„ისინი საოცრად მოსიყვარულე დედა-შვილი იყვნენ. ლამარა ქოჩქიანს განსაკუთრებულად უყვარდა ნაბოლარა შვილი, რომელიც ერთი კვირის წინ მივაბარეთ მიწას.
ერთი კვირაც ვერ გაუძლო უბედურმა დედამ შვილის მონატრებას, კვალდაკვალ მიყვა ლაშას და ისევ გაუთბო უბე მდუღარე ცრემლით, ახლა ორივე ერთად მიემგზავრება სოფელ ლემშვენიერადან“, – წერს ახლობელი.