ქუთაისში ავტომობილი მდინარეში გადავარდა – გარდაცვლილია ორი ადამიანი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. მდინარე წყალწითელაში ავტომობილი გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

არსებული ცნობით, ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამმა გამოსვლა მოახერხა, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა.  როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები