გურამ მაჭარაშვილი: პატიმარ სააკაშვილს მიაჩნია, რომ თუ ის არ არის გარეთ, არავინ უნდა იზეიმოს ახალი წელი
უმრავლესობის წევრები დღეს დაგეგმილ, “ნაცმოძრაობის” აქციას აფასებენ.
“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ “ნაცმოძრაობა” რიტორიკას არ ცვლის და მათი ერთადერთი მიზანი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაა.
“აქცია არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ “ნაცმოძრაობა” თავისი დღის წესრიგის ფორმულას არ შეცვლის. ეს არის სააკაშვილის გათავისუფლება და “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება ნებისმიერი გზით. მათ არ აინტერესებს არც დრო და არც მოსახლეობის განწყობა, პატიმარ სააკაშვილს მიაჩნია, რომ თუ ის არ არის გარეთ, არავინ უნდა იზეიმოს ახალი წელი. ეს არის მათი რიტორიკა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.